|
2016-07-04 12:14:36, 923 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართულ ჭიდაობაში შეჯიბრება ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიის დროს გარდაცვლილი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სამხედროები მონაწილეობდნენ. ასპარეზობა ოთხ წონით კატეგორიაში გაიმართა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი უმცროსმა სერჟანტმა ადიკო ზექალაშვილმა აიღო; 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში - I კლასის რიგითმა სიმონ ქოქოშვილმა; 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში I კლასის რიგითმა დავით ნოზაძემ გაიმარჯვა, ხოლო, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში კაპრალმა გიორგი იმერლიშვილმა. გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)