|
2016-06-28 16:28:50, 920 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
თბილისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) იხსნება. სკოლის ოფიციალურ გახსნამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ელჩ თაკან ილდემთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოსთვის და ნატოს პარტნიორი და წევრი სახელმწიფოებისთვის თავდაცვის ინსტუტუციური აღმშენებლობის სკოლის მნიშვნელობა იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტთან დაკავშირებულები მოლოდინები. ორმხრივ შეხვედრას ასევე დაესწრნენ - თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კრისტინა ბალეიშიტე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)