|
2016-06-28 14:24:51, 887 ნახვა
სამხედრო
NBA-ის წარმომადგენლებმა დაშავებულ სამხედროებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სპორტულ ღონისძიებებში ჩართვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების ინფორმაციით, დღეს სამინისტროს აშშ-ის NBA-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და სპორტული კომპლექსის დარბაზში დაშავებულ სამხედროებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს. ამერიკელმა სტუმრებმა აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლიერება და მხარდაჭერა გამოხატეს, მათ ისტორიებს გაეცნენ და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვიზიტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებითა და თავდაცვის სამინისტროს სპორტული ღონისძიებების სამმართველოსა და დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ჩართულობით განხორციელდა. სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სპორტულ ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობენ.
NS
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)