03:01 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-01 11:07:12, 650 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებს ყალბი დოკუმენტაციისა და ცნობების იდენტიფიცირების თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს, კერძოდ,  საკონტროლო გამტარი პუნქტების თანამშრომლებს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანადგომით, ყალბი დოკუმენტაციისა და  ცნობების იდენტიფიცირების თემაზე ორდღიანი ტრენინგი  ჩაუტარდათ.
პროექტი ითვალისწინებს საპატრულო პოლიციის ყველა გამტარ პუნქტში დასაქმებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადებას. ამერიკელმა ტრენერებმა    საქართველოში შემომსვლელ პირთა ინტერვიურების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს.  საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეისწავლეს ყალბი საბუთების იდენტიფიცირების თანამედროვე საშუალებები, მათი ამოცნობა და მსგავსი სახის დოკუმენტაციასთან საჭირო პროცედურების ჩატარება. ტრენინგის მონაწილეებს ასევე გააცნეს უკანონო მიგრაციის, ტრეფიკინგის და სხვა დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირების უახლესი მეთოდები.
ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციის საკონტროლო გამტარ პუნქტებში დასაქმებულ  800-მდე თანამშრომელს  ჩაუტარდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics