|
2015-02-28 18:47:39, 843 ნახვა
საზოგადოება
გიგა ჭიკაძემ ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი ჩაატარა
მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ, დამწყები ქართველი სპორტსმენებისთვის მასტერკლასი გამართა. კიკბოქსინგში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა, სემინარი სპორტის ორ სახეობაში - კიკბოქსინგში და ტაილანდულ კრივში ოცამდე 8-დან 25 წლამდე ასაკის სპორტსმენებს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის სპორტულ დარბაზში ჩაუტარა. „საქართველოში დროებით ვიმყოფები, გადავწყვიტე ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა. იდეის მიმართ დიდი დაინტერესება გამოხატეს დამწყებმა სპორტსმენებმა. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიებს: „რომპეტროლს“ და „ივერიაბეთს“, რომლებიც ჩემი ინიციატივის მხარდამჭერები და ამასთან ერთად ჩემი სპონსორებიც არიან“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ. ახალგაზრდა სპორტსმენების მხრიდან დიდი ინტერესის გამო, გიგა ჭიკაძე ანალოგიური მასტერკლასების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს. „არ დავიზარებ, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველებს გავუზიარო. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობები განვითარებული არ არის. ხშირად არ ტარდება სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. ვისურვებდი რომ ამ სპორტს მეტი ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა გიგა ჭიკაძემ. რაც შეეხება გიგას სამომავლო გეგმებს, მსოფლიო ჩემპიონი 3 მარტს ამერიკაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში მიემგზავრება, სადაც MMA-ს კლუბში, მსოფლიოში აღიარებულ სპორტსმენებთან ერთად ივარჯიშებს.
ე.წ. დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაცია იწყება, რომელსაც მისი მფლობელი, კერძო მესაკუთრე განახორციელებს
პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
Transparency International: პარტია „ხალხის ძალას“ ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა აფინანსებს
თბილისობა წელს 3 და 4 ოქტომბერს ქალაქის ხუთ ლოკაციაზე აღინიშნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)