|
2016-06-20 18:39:18, 898 ნახვა
სამხედრო
გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დღეს დაიწყო. სამხედრო სასწავლებელში მიღების პირველ დღეს უკვე 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს სიახლით ხვდება. წელს პირველად, სასწავლებელში გოგონებს იღებენ. ლიცეუმში საბუთების მიღება 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ. ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან. ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან 106 ვაჟი, ხოლო, 20 - გოგონა იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)