|
2016-06-20 11:50:25, 964 ნახვა
სამხედრო
თბილისში რეგიონული მასშტაბის კურსი -„თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მიმდინარეობს
სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ რეგიონული მასშტაბის კურსს - „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველოს, უკრაინისა და აზერბაიჯანის თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლები მონაწილეობენ. უწყების ინფორმაციით, პროგრამის მიზანი უსაფრთხოების სისტემის მმართველობის უზრუნველსაყოფად სტრუქტურისა და პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. კურსის მსვლელობისას უსაფრთხოების სექტორის მმართველობის პრინციპებსა და მეთოდებს, ასევე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. კურსი ხელს შეუწყობს სამინისტროებს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე თანამშრომლობასა და კოორდინაციას. პროგრამა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიისა და კრენფილდის უნივერსიტეტების ორგანიზებით საქართველოში მეექვსედ ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)