|
2016-06-17 13:03:08, 979 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულება გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ მიულოცა, მათ მხარდაჭერა აღუთქვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კურსდამთავრებულებს სიტყვით ასევე მიმართა შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ. რიგით მეცხრე სამეთაურო-საშტაბო კურსი 18 სასწავლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 31-მა სერჟანტმა, მათ შორის 4-მა ქალბატონმა მიიღო. ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებს, ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაეუფლნენ; გაიღრმავეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. კურსის ფარგლებში მსმენელებმა სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ლექცია-სემინარებიც მოისმინეს. ღონისძიების დასასრულს სამხედრო მოსამსახურეებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. კურსის გამოშვების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სერჟანტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)