12:16 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-09 10:14:52, 468 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგასა და ხალხს „შარლი ჰებდო“-ს რედაქციაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულების გამო უსამძიმრებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ფრანგ კოლეგას  ბერნარ კაზენიოვს სამძიმრის წერილს უგზავნის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სატირული ჟურნალის „შარლი ჰებდო“-ს თანამშრომლების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაშავდა ათზე მეტი და ტრაგიკულად დაიღუპა თორმეტი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ორი ოფიცერი, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს სხვების უსაფრთხოების დასაცავად.

" ეს იყო პირდაპირი თავდასხმა დემოკრატიის ძირითად ღირებულებებზე, მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მსურს ჩვენი მხარდაჭერა და თანაგრძნობა გამოვუცხადო ფრანგ ხალხს ამ მძიმე და მწუხარე დროს. ჩვენ ფიქრებითა და ლოცვებით ვართ ფრანგ ხალხთან, დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც შეეხო ეს საზარელი აქტი.
ჩვენ ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დემოკრატიის დასაცავად",-ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის სამძიმრის წერილში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელებში ყულევში დრონის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ შსს-ს გამოძიების დაწყებას უბიძგა
Telegram-ის დამფუძნებელმა, დუროვმა რუსებს მოუწოდა, შეუერთდნენ „ციფრულ წინააღმდეგობას“
ირანმა კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო - CNN
პუტინის მოწონების რეიტინგი შვიდწლიან მინიმუმამდე დაეცა მას შემდეგ, რაც Telegram-ი და VPN-ები დაბლოკეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics