|
2015-02-27 12:07:03, 978 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: კონკურსში ჩაჭრილი თანამშრომლები, მერიაში დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ
თბილისის მერიის მოხელეთა კონკურსში ჩაჭრილი თანამშრომლები თანამდებობებზე დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ვაკანტურ თანამდებობებზე დროებითი დანიშვნა იმიტომ მოხდა, რომ მერიაში მუშაობა არ შეფერხდეს. „კონკურსი შედეგად ადამიანებმა, რომლებმაც დადგენილი ზღვარი გადალახეს, ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ. დარჩა ასევე კონკურსის შედეგად ვაკანტური თანამდებობები, სადაც იმისათვის, რომ მუშაობა არ შეფერხდეს, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად დაინიშნენ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი მუდმივად იქნებიან“, – აღნიშნა ნარმანიამ. „არსებულ ვაკანსიებზე 3 თვის ვადაში ხელახალი კონკურსი გამოცხადდება და ვაკანტური თანამდებობები თავიდან დაკომპლექტდება. დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად კი დაინიშნენ ადამიანები, რომლებმაც კონკურსი ვერ გაიარეს ან არ გაიარეს. ამის საშუალებას კანონი გვაძლევს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, ერიის სისტემაში კონკურსი გამოცხადებული იყო 1033 ვაკანსიაზე. კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე პრეტენდენტებმა გაიარეს ტესტირება, ხოლო მეორე ეტაპზე - გასაუბრება. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გაუწია 484 პრეტენდენტს, ხოლო 549 ადგილი დარჩა ვაკანტური, რაზეც მოგვიანებით ხელახალი კონკურსი გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)