|
2016-06-06 16:43:46, 4894 ნახვა
კულტურა
გეგა კობახიძე დღეს 55 წლის გახდებოდა
დღეს, ქართველი მსახიობი გეგა კობახიძე 55 წლის გახდებოდა. კობახიძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი იყო. ის, ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ოჯახში დაიბადა. 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის მიზნით 7 მეგობართან ერთად გეგა კობახიძემ თვითმფრინავი ტუ-134A გაიტაცა; გამტაცებელთა შორის იყო კობახიძეს მეუღლე თინა ფეტვიაშვილი. გეგა კობახიძემ და თინა ფეტვიაშვილმა თვითმფრინავის გატაცებამდე 1 დღით ადრე იქორწინეს. აღსანიშნანია, რომ გეგა კობახიძე შერჩეული იყო როლისთვის თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომლის გადაღება უკვე დამთავრებული იყო, როდესაც გეგა კობახიძემ მეგობრებთან ერთად კომუნისტურ წყობას პროტესტი განუცხადა და თვითმფრინავის ტრაგედიაც დატრიალდა. 1984 წლის 3 ოქტომბერს გეგა კობახიძე დახვრიტეს. ცნობისთვის, მისი კინოდებიუტი1967 წელს ნანა მჭედლიძის ფილმში „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“ შედგა. შემდეგ იყო ფილმი „ლაზარეს თავგადასავალი“, სადაც ობოლი ბიჭის ლაზარეს როლი შეასრულა. 1975 წელს კობახიძემ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში „ჩიტის რძე“ როლი მიიღო, სადაც ცნობილ მსახიობებთან სესილია თაყაიშვილთან და კონსტანტინე დაუშვილთან ერთად ითამაშა.
კობახიძე ამტკიცებს, რომ ტრამპს და რუბიოს ესაუბრა
კაცმა ფარულად შეაღწია საცხოვრებელ სახლში, ბლაგვი საგნით და ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა
პაპუაშვილი – საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადატვირთვის გზით მიდის
კობახიძე - ალდეს ლიბერალობის არაფერი ეტყობა, კვლავაც დგანან რადიკალიზმის, მათ შორის ტერორისტული აქტის მხარეს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)