|
2016-06-04 16:29:57, 1402 ნახვა
Lifestyle
თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს
ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გადაცემაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას პასუხობს. ჩერგოლეიშვილი შეთავაზებაზე „რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილებას ელოდება. მისივე განცხადებით, მოლაპარაკება ამის შემდეგ გაგრძელდება. „ცხადია, რუსთავის სახელით მე ვერ ვისაუბრებ - ჩემი და ტაბულას სახელით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე მზად ვარ დავჯდე იქ, სადაც თავს კომფორტულად იგრძნობს რესპონდენტი, შევათანხმო საკითხები წინასწარ (მათ შორის ისინიც, სადაც ივანიშვილს მის მიმართ ცილისწამებისა და სიცრუის ტირაჟირების მხილება სურს) და ვესაუბრო მათ გარშემო. პირდაპირი ეთერი ცხადია პრობლემა არ არის - პირიქით, უკეთესია. თუ მხოლოდ ჩემთვის არ სურს პასუხების გაცემა, შემიძლია თანაწამყვანთან ერთად დავჯდე - მოკლედ, თქვენ გადაწყვიტეთ. მე პრობლემას ვერ ვხედავ“, - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიებს „რუსთავი 2“-ს და „ტაბულას“ პირდაპირ ეთერში მონაწილეობას კონკრეტული პირობებით სთავაზობს. ექს-პრემიერის შეთავაზებას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. ივანიშვილი ტელეკომპანიებს პირდაპირი ეთერის თარიღად 8 ივნისს სთავაზობს. შეთავაზებაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და გადაცემის მოდერატორის გარდა, ეთერში მონაწილეობა თითო არხიდან ორმა ან სამმა ჟურნალისტმა უნდა მიიღოს. ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება "რუსთავი 2"-ს და "ტაბულას" „ჟურნალისტები რიგრიგობით სვამენ კითხვებს, რესპოდენტი პასუხობს, კითხვების თანმიმდევრობას და რეგლამენტს უზრუნველყოფს მოდერატორი. თემები: შეხვედრის ერთი ნაწილი დაეთმობა "რუსთავი 2"-ის და "ტაბულას" გადაცემებში საზოგადოებისთვის მიწოდებული იმ ინფორმაციების განხილვას რომლებიც შეეხებოდა ივანიშვილის პერსონას და ხდებოდა სიცრუის ტირაჟირება. მეორე ნაწილი დაეთმობა ივანიშვილის წერილში გაჟღერებული თემების განხილვას. ბოლოს, არხებს ექნებათ საშუალება დასვან სხვა, მათთვის საინტერესო კითხვები“, - ნათქვამია ივანიშვილის შეთავაზებაში, რომელსაც ნიკა გვარამია ავრცელებს.
რუსეთის რეჟიმმა გადაწყვიტა, 9 მაისამდე მოსკოვში ყველა მობილური კომუნიკაცია ჩაახშოს
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)