04:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 18:22:40, 352 ნახვა

ნიკა რურუა: პრეზიდენტს ძლიერი კონსტიტუციური უფლებები აქვს და მან ეს უნდა გამოიყენოს

"საუბარი, რომ პრეზიდენტი უძალოა საქართველოში და პრეზიდენტის თანამდებობა ფიქციურია, ტყუილია",-ამის შესახებ ექსპერტმა ნიკა რურუამ პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყველა იმ საკითხზე მოისმენს პრეზიდენტის შეხედულებას, რაც მიაჩნია, რომ სათანადოდ არ სრულდება.
რურუას განმარტებით, პრეზიდენტს ძლიერი კონსტიტუციური უფლებები აქვს, რაც უნდა გამოიყენოს.
"ვიმსჯელებ იმაზე, რაც მეჩვენება, რომ ამწუთას ისე არ კეთდება, როგორც შეიძლება უნდა კეთდებოდეს.პასიურობაზე, რომელსაც ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო იჩენს.იმ გაშვებულ შესაძლებლობებზე, რომლებიც აშკარად სხვადასხვა მოვლენების გამო საქართველოს ჰქონდა და ჩვენ ხელიდან ვუშვებთ ამას, ყოველდღიურად ვკარგავთ საერთაშორისო ტრიბუნას ჩვენი საკითხების წარმოსაჩენად და ამ ყველაფერზე ვეცდები, მოვისმინო პრეზიდენტის შეხედულებები და რაღაცნაირად ვურჩიოთ მას ჩვენი აზრით,  სწორი ნაბიჯების გადადგმა, რადგან ის მითი, რომ პრეზიდენტი უძალოა საქართველოში და ფაქტობრივად ფიქციური პოზიციაა, ეს ტყულია. საქართველოს პრეზიდენტი უმაღლესი ლეგიტიმურობის პოლიტიკური ფიგურაა, მას  საკმაოდ ძლიერი კონსტიტუციური უფლებები აქვს  და საჭიროა, მან ეს ყველაფერი გამოიყენოს",-განაცხადა ნიკა რურუამ.
 ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემაზე 12 ექსპერტს ხვდება. ესენია: კორნელი კაკაჩია, სერგი კაპანაძე, იაგო კაჭკაჭიშვილი,  ბაკურ კვაშილავა,  შორენა ლორთქიფანიძე, ირაკლი მენაღარაშვილი,  ალექსანდრე რუსეცკი, დავით სიხარულიძე,  ბათუ ქუთელია, სოსო ცისკარიშვილი,  თორნიკე შარაშენიძე, ნიკა რურუა. შეხვედრას ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics