04:50 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 14:27:23, 281 ნახვა

მარტინ შულცი: საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის

საქართველო არის ევროპული კულტურის და ღირებულებების ქვეყანა, ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ამ მიმართულებით რიგის სამიტზე იქნება ძალიან კონკრეტული შედეგების დემონსტრირება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრაზე პრემიერმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელებას.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს სურვილია, იყოს წარმატების მაგალითი რიგაში დაგეგმილ სამიტზე.

გარდა ამისა, შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კანონის უზენაესობის, რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთის დერეფნის ფუნქციონირების მნიშვნელობას.

ამასთან, შეხვედრაზე, ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებად შეფასდა რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ევროკავშირი გამოხატავს მზაობას, უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics