|
2015-02-26 13:23:01, 728 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შშმ პირები სტაჟირებას გაივლიან
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თამაშრომლობის დოკუმენტს ხელი მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" თავმჯდომარემ თეიმურაზ კაკაბაძემ, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებებისათვის" თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ, „აბროგაცის" თავმჯდომარემ დავით ანანიძემ და „Art Way“-ს დირექტორმა ნინო ჩხაიძემ მოაწერეს. მემორანდუმი სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების სტაჟირებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სტაჟირების გავლას სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებში და სათანადო პირობების შექმნას მათი პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. სტაჟიორად მიიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას. სტაჟირებისათვის კანდიდატთა შერჩევას მემორანდუმზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები უზრუნველყოფენ და შერჩეულ კანდიდატებს სამინისტროს წარუდგენენ. შერჩეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები სამინისტროში სტაჟირებას ორი თვის ვადით გაივლიან. სტაჟირების დადგენილი პირობებით გავლის შემდეგ სტაჟიორს შესაბამისი სერტიფიკატი მიეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)