01:35 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 20:24:45, 370 ნახვა

სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. სეულში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საღამო საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ცნობილმა კორეელმა სოპრანომ, კორეის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯულია კომ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში კორეელი მუსიკოსების მიერ შესრულდა ქართული და კორეული კომპოზიციები. 

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას 300-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის კორეის სახელმწიფო უწყებების, ბიზნესწრეების, დიპლომატიური კორპუსის, მას-მედიის წარმომადგენლები და კორეაში მცხოვრები ქართველები. სტუმრებს შორის იყვნენ აგრეთვე ქ. სეულში სამუშაო ვიზიტით მყოფი სს „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი და ფონდის წარმომადგენლები.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics