|
2016-05-27 11:42:22, 7394 ნახვა
კულტურა
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში პრემიერა „მეფე ლირი“ გაიმართება
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „მეფე ლირი“, რომლის დადგმაც განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქართველ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიეცემა საშუალება იხილოს უილიამ შექსპირის შესანიშნავი ნაწარმოები. ეს გახლავთ შექსპირის პიესის ახლებური ინტერპრეტაცია, რომელიც რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ განახორციელა თუმანიშვილის თეატრის სცენაზე, ხოლო ლირის როლს ასრულებს თეატრისა და კინოს ვარსკვლავი – ზურაბ ყიფშიძე. უილიამ შექსპირი „მეფე ლირი “ დამდგმელი რეჟისორი – ზურაბ გეწაძე , მხატვარი –შოთა გლურჯიძე, მუსიკის ავტორი – ერეკლე გეწაძე, სასცენო მოძრაობა – კახა ხოშტარია, რეჟისორისასისტენტი–სოფო ორჯონიკიძე, ტექნიკური რეჟისორი – ელენე მონასელიძე სპექტაკლში მონაწილეობენ : ზურაბ ყიფშიძე, აკაკი ხიდაშელი, ნანუკა ლითანიშვილი,მაია გელოვანი, კატო კალატოზიშვილი, პაატა ინაური, გიორგი ყიფშიძე,იმედა არაბული, თემო ნატროშვილი, ნიკა წერედიანი, ვანო თარხნიშვილი, ვანო დუგლაძე, გუგა კახიანი, ანრი ბიბინეიშვილი, ერეკლე გეწაძე, თორნიკე ქასრაშვილი. სპექტაკლის მოკლე ანოტაცია: გავიდა ასწლეულები მაგრამ დიდი ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის პიესები კვლავაც იპყრობს მკითხველისა თუ მაყურებლის ყურადღებას . მისი ნამუშევრების უკვდავების საიდუმლო დაყრდნობილია ძლიერ, ადამიანურ გრძნობებსა და ვნებებზე, უდიდეს სიყვარულზე, შურისძიებაზე თუ ძალაუფლების წყურვილზე, სწორედ ამიტომ არ გვტოვებს შექსპირის გმირები გულგრილს, რადგან ყველა ეს გრძნობა მარადიულია.... „მეფე ლირი“ – პიესის დასაწყისში შექსპირი მეფე ლირს წარმოგვიდგენს თავისი სასახლის კედლებში როგორც დიად, ამაყ და დესპოტურ პერსონას, დარწმუნებულს თავის ავტორიტეტსა და სტაბილურობაში. მეფე რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფო გაუყოს თავის სამ ქალიშვილს, სანაცვლოდ იმისა თუ რაოდენ დიდია მათი სიყვარული მამისადმი. უფროსი დები – გონერილია და რიგანა არ აკლებენ მამას ხოტბას და სიყვარულს, ხოლო უმცროსი, მეფის უსაყვარლესი ქალიშვილი კორდელია თავს შეიკავებს უცხო საზოგადოების წინაშე. განრისხებული მამა უმცროსს ქალიშვილს სასახლიდან გააგდებს, ხოლო სახელმწიფოს ორ უფროს დას შორის გაყოფს. შემდგომი მოვლენები ისე ვითარდება ,რომ ყველასთვის ზედმეტ ტვირთად ქცეული მეფე რჩება ძალაუფლების გარეშე, ფაქტიურად მშიერი და გასაჭირში მყოფი. საკუთარი ქალიშვილებისგან უარყოფილი... სწორედ მაშინ იწყებს მეფე გააზრებას თუ რამდენად ძვირფასია გულწრფელობა.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)