09:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 20:01:50, 351 ნახვა

მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

მიმდინარე  წლის 23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი.
 
მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.
შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო ნაბიჯებზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესის გათვალისწინებით. 
 
ევროკავშირი მიესალმა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ შედეგებს და ხაზი გაუსვა მომდევნო წელს დაგეგმილი სამიტისთვის მეტი პროგრესის წარმოჩენის მნიშვნელობას. მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ თვალსაჩინო წარმატებებს.  წევრი სახელმწიფოების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით არსებული პროგრესი და მისი წარმატებით დასრულების აუცილებლობა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზი გაუსვა ამ ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.  მინისტრმა წარმოადგინა ქართული მხარის ხედვა იმ კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირს, მათ შორის  სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მინისტრმა, ასევე,  ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნების განხორციელების პროცესში დიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის" პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაც თითოეულ პარტნიორ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირთან ურთიერთობები განავითარონ მათი ეროვნული ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დასრულებას, რის შემდეგ ხელშეკრულება ძალაში უკვე მიმდინარე წლის ივლისიდან შევა და ოფიციალურად გახდება საქართველოს ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევროკავშირთან წარმატებით დასრულდება, რაც გააღრმავებს ხალხთაშორის კავშირს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში  ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას. მან ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მნიშვნელობაზე.  მან მინისტერიალის მონაწილეების ყურადღება მიაპყრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ კიდე ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროინტეგრაციის დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების გზით.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics