07:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 02:38:20, 820 ნახვა

ცესკოს ინფორმაციით, 9-დან 2 საარჩევნო ოლქში - „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცესკოს არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები ლიდერობენ ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში, დანარჩენ 7-ვე ოლქში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ. 

საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში - 45 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, შემდეგი კანდიდატები მონაწილეობდნენ: გლდანი - ნინო ჯურხაძე (თავისუფალი საქართველო); ზურაბ კვანტალიანი (სახალხო ხელისუფლება); ბორია ფირცხელანი (ქართული ოცნება). 

გარდაბანი (კალინინო) - დავით ხვისტანი (თავისუფალი საქართველო); ტოფიკ ახმედოვი (სახალხო ხელისუფლება); ფახრადინ შარიფოვი (ქართული ოცნება); ჯემალ მურადხანოვი (საინიციატივო ჯგუფი). 

გარდაბანი (ყარაჯალალი) - ჯამილა გასანოვა (თავისუფალი საქართველო); ვიგარ მამედოვი (ქართული ოცნება).

კასპი (მეტეხის თემი) - ციცინო აბუაშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); სოლომონ ტატანაშვილი (სახალხო ხელისუფლება); ალექსანდრე მერებაშვილი (ქართული ოცნება). 

წყალტუბო (სოფელ წყალტუბოს თემი) - ბუხუტი ფირცხალავა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ივანე როყვა (ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები); მურადი ზაქარიაძე (ქართული ოცნება).

ოზურგეთი - ვასილ ჩიგოგიძე (ქართული ოცნება); გრიგოლ კალანდარიშვილი (საინიციატივო ჯგუფი); 

ოზურგეთი (დაბა ნასაკირალი) - ბესიკ ქათამაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ნონა ტუნაძე (ქართული ოცნება).

ხობი (ყულევის სოფელი) - ნოდარ კარტოზია (თავისუფალი საქართველო); კობა კაკულია (ქართული ოცნება).

ზუგდიდი (კორცხელის თემი) - თეონა ქარდავა (თავისუფალი საქართველო); ვარადებული ლაშხია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); ამირან ლაგვილავა (ქართული ოცნება). 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics