|
2015-02-25 13:15:43, 332 ნახვა
მარგველაშვილი: მოველი, რომ პარლამენტში ვნახავთ არა უცნაურ პროცესებს, არამედ ძალიან ღია პროცესს
მე მოველი, რომ პარლამენტში ჩვენ ვნახავთ არა უცნაურ ჩავარდნილ სხდომებს, უცნაურ პროცესებს, არამედ ჩვენ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ნინო გვენეტაძის კანდიდატურის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი საზოგადოებისთვის ღია იყო. „მთელი პროცესი თავიდან ბოლომდე იყო საზოგადოებისთვის ღია. მე მოველი, რომ პარლამენტში ჩვენ ვნახავთ არა უცნაურ ჩავარდნილ სხდომებს, უცნაურ პროცესებს, რომლის უკანაც ჩვენ უნდა ვივარაუდოთ რაღაც კულუარული თემები, არამედ ჩვენ ვნახავთ ძალიან ღია პროცესს, რომელშიც იქნება ჩართული როგორც პოლიტიკური ძალები, ასევე იქნებიან ჩართული საზოგადოების წარმომადგენლები და ისინი ღიად, ყველასთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. მე მოველი ამას იმიტომ, რომ პარლამენტი თავისი არსით, არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკური ძალები ღიად ლაპარაკობენ და ამ დიალოგში ღიად ერთვება მთელი საზოგადოება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)