|
2015-02-25 13:11:38, 307 ნახვა
სერგეენკო: 10,8 მილიონი ლარით, სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის ავტომანქანები შევიძინეთ
10,8 მილიონი ლარით, სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის ავტომანქანები შევიძინეთ, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მეირ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, კვლევაში ორგანიზაციას ეხსენებინა, თუ რაში დაიხარჯა აღნიშნული თანხა. „ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით ჩვენი სამინისტრო მეორე ადიგლზე იყო 10,8 მილიონი ლარით. კარგია, რომ ამ კვლევებს აკეთებენ, მაგრამ კარგი იქნებოდა ამ კვლევებში ისიც იყოს ნახსენები, თუ რაში დაიხარჯა ეს თნახები და არა ის, თუ რამდენით გაიზრდებოდა პენსია და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თანხით შევიძინეთ სასწრაფო დახმარების მაღალი გამავლობის მანქანები, სულ 180 მანქანა და რამდენიმე სპეცავტომობილი მედიკამენტის გადასატანად. აღნიშნული თანხა 10 მილიონზე მეტი ლარი, სრულად იქნა ათვისებული მხოლოდ სასწრაფო დახმარებისა და სპეცმანქანების შეძენისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ორგანიზაციის ცნობით, 2013–2015 წლებში სახელმწიფო უწყებებმა საერთო ჯამში 147 მილიონი ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეიძინეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)