06:10 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 12:00:33, 336 ნახვა

ოთარ დანელია: თუ ინვესტიციებისთვის ოდესმე მიმზიდველი იყო საქართველო, ეს არის დღეს

„თუ ინვესტიციებისთვის ოდესმე მიმზიდველი იყო საქართველო, ეს არის დღეს“, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისა და ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებული პრობლემები, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეიგონშია და ამას ადაპტაცია სჭირდება.

რაც შეეხება ლარის დასტაბილურების კუთხით გადასადგმელ ნაბიჯებს, დანელიას თქმით, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და მონეტარული პოლიტიკის გატარება უნდა მოხდეს.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც სტანდარტულია. ეს არის განსაკუთრებული ღონისძიებები. თუ ინვესტიციებისთვის ოდესმე მიმზიდველი იყო საქართველო, ეს არის დღეს. ასეთი შესაძლებლობები ბიზნესის თავისუფლების კუთხით არასდროს ყოფილა. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეს არის რეალობა, რომელიც არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს მიმდინარე მოვლენაა, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. მთავრობა პასუხისმგებლობას არ გაურბოდა არასდროს. ჩვენ პროაქტიურები ვართ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა დანელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics