|
2015-02-24 18:19:43, 3441 ნახვა
სამხედრო
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში საერთაშორისო სწავლება მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (PfP) ფარგლებში, სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების: ლიტვის, ლატვიის, პორტუგალიის, პოლონეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 25 სამხედრო მოსამსახურე გადის. სამთო მომზადების მიმდინარეობას დღეს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე პირადად გაეცნო. გენერალ-მაიორი სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და სამთო კურსის წარმატებით დამთავრება უსურვა. საბაზისო ზამთრის კურსის პირველ ეტაპზე საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორები მსმენელებს თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან. უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნობიან. კურსის ფარგლებში მათ თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. ”იგლუს” მოწყობა მოუწევთ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსის განმავლობაში სამხედროები ტაქტიკურ მარშებსაც განახორციელებენ. სამთო მომზადების საბაზისო ზამთრის კურსი გუდაურში 21 თებერვალს დაიწყო და 13 მარტს დასრულდება.
გიორგი დავითაძემ, გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა - პენიტენციური
საფრანგეთში, მოსწავლეების საპროტესტო აქციების ერთკვირიანი პერიოდის განმავლობაში, 24 ლიცეუმი დააზიანეს ან დაწვეს.
გერმანელების თითქმის ნახევარი თვლის, რომ მერკელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებაში მერცზე უკეთესად იმუშავებს
ცხედარი მისმა თანამესაკნემ იპოვა – პენიტენციური სამსახური გარდაცვლილ მსჯავრდებულზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)