09:18 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:48:58, 332 ნახვა

არაბეთის გაერთიანებული საემიროები უკრაინას იარაღით დაეხმარება

უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებასთან შეთანხმება გააფორმა.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე პეტრო პოროშენკო და არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაღლესი მთავარსარდალი მუჰამედ ალ-ნაჰაიანი შეხვედრისას შეთანხმდნენ.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში  შედგა, სადაც პოროშენკო სამხედრო გამოფენა „IDEX-2015“-ზე დასასწრებად ჩავიდა.
გერაშენკოს განცხადებით, იმ იარაღის სახეობები და რაოდენობა, რომელიც უკრაინას გადაეცემა გასაჯაროვებას არ ექვემდებარება.
 „არაბებს, ევროპელებისა და ამერიკელებისგან განსხვავებით პუტინის მუქარის  არ ეშინიათ, თითქოს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემთხვევაში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.  მათ ალბათ პუტინთან მიმართებაში გარკვეული ანგარიშსწორება აქვთ, რადგან  რუსეთმა ნავთობზე ფასი თითქმის ორჯერ შეამცირა  და მსოფლიო წესრიგის დარღვევის გამო არაბებს გარკვეული პრობლემები  შეექმნათ. ასე, რომ ეს იქნება მათი პატარა შურისძიება“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics