|
2015-02-24 15:16:16, 801 ნახვა
საზოგადოება
„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის ოლიმპიადა „ევერესტი“ გაიმართება
28 თერბერვალს და 1 მარტს, „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით, მოსწავლეებისთვის მეორედან მეექვსე კლასის ჩათვლით, მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“-ს პირველი ტური გაიმართება. უკვე მეორედ ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბავშვებსაც მიეცემათ. ამ მომენტისთვის ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი უკვე 25000-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა. რეგისტრაცია 25 თებერვალს მთავრდება. ოლიმპიადის გამარჯვებულებს სიგელებთან და ფასიან საჩუქრებთან ერთად, „ვითიბი ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცემათ. ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელიც შეძლებს და ამოხსნის ყველა ამოცანას, გადაეცემა სუპერპრიზი, 1000 ლარიანი საბავშვო ანაბარი. „ვითიბი ბანკისთვის მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების მხარდაჭერა. ოლიმპიადა „ევერესტი“ აძლევს ბავშვებს, საკუთარი ცოდნის და ერუდიციის გამოვლენის შესაძლებლობას. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ, გადაცემული ფულადი პრიზები ხელს შეუწყობს ნიჭიერი ბავშვების კიდევ უფრო დიდ წარმატებას მომავალში“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)