|
2015-02-24 13:47:29, 883 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ სხდომა გაიმართა
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ მორიგი სხდომა გაიმართა. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი სამედიცინო ასოციაციააა გაერთიანებული. გაერთიანებამ 2014 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა და ჯანდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული რეცენზირების შედეგად, პროფესიული საბჭოს მიერ ექიმთა მიმართ გამოტანილი სხვადასხვა სანქციები განიხილა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევათა 2/3 ში ექიმების მიერ გაწეული მომსახურება იყო ადექვატური. გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით, გაერთიანების 100 მდე ექსპერტს მათ მიერ მომზადებული თითოეული რეცენზიისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) ქულები მიენიჭა. გამგეობის მოქმედი თავმჯდომარის თენგიზ ასათიანის ხელმძღვანელობით შეიქმნება ჯგუფი, რომელიც უკვე დამტკიცებული პროტოკოლების იმპლემენტაციაზე (დანერგვაზე) იმუშავებს. ექსპერტების განმარტებით ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამედიცინო ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)