|
2015-02-24 12:49:43, 887 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია სერვისის მომწოდებელი კომპანიების მუშაობის მონიტორინგს იწყებს
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური 2 კვირის მანძილზე სერვისის მომწოდებელი კომპანიებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მონიტორინგის მიზანია 2014 წელს გაცემული ნებართვების ფარგლებში კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემოწმება. აღმოჩენილი დაზიანებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, რაზეც ეს უკანასკნელი კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილს სუდაძის თქმით, დედაქალაქის მასშტაბით გზების მშენებლობაში ჩართული ყველა კონტრაქტორის შესრულებული სამუშაოები მოთხოვნილ სტანდარტებსა და ნორმებს უნდა პასუხობდეს. „მოვუწოდებთ თბილისში მიწისქვეშა კომუნიკაციების მფლობელ კომპანიებსა და სხვა კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, გადაამოწმონ და უმოკლეს ვადებში აღმოფხვრან დაზიანებები, რომლებიც გამოწვეულია მათი საქმიანობიდან გამომდინარე“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)