|
2016-05-12 11:27:14, 378 ნახვა
დავით კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების საქმეზე ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი დაკითხეს
ისრაელში ქვეყნის თავდაცვის ძალების ყოფილი ოფიცერი გალ ჰირში საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების საქმეზე დაკითხეს, - ამის შესახებ ისრაელის გამოცემა Haaretz იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გალ ჰირში კორუფციასა და ფულის გათეთრებაში საქართველოში მისი კომპანიის გარიგებებთან დაკავშირებითაა ეჭვმიტანილი. გალ ჰირში ისარელის არმიის ბრიგადის გენერალი იყო. მოგვიანებით მან უსაფრთხოების სფეროშო მომუშავე კერძო კომპანია Defensive Shield დაარსა. როგორც გამოცემა Haaretz წერს, გალ ჰირში და მისი კომპანიის სხვა ოთხი ხელმძღვანელი გასულ კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოში საქმიანობასთან დაკავშირებით იკითხებოდნენ, რომელიც, ისრაელის პროკურატურის ვარაუდით, შესაძლოა, კორუფციის, ფულის გათეთრებისა და საგადასახადო დარღვევების დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. გალ ჰირში პოლიციის უფროსობის კანდიდატი იყო, თუმცა კომპანია Defensive Shield-თან დაკავშირებული სკანდალისა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გამო, 2015 წლის სექტემბერში იძულებული გახდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ კომპანია Defensive Shield თაღლითობისა და კორუფციის გზით იღებდა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტებს. გამოძიების ვერსიით, კომპანიის წარმომადგენლები კოტრაქტების მოსაპოვებლად ქრთამს საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს აძლევდნენ. კორუფციული გარიგება დავით კეზერაშვილის მეგობრის შუამავლობით ხდებოდა, რომელიც ჰირშსაც იცნობს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)