18:32 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 15:03:00, 387 ნახვა

ვაზიანის მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორების ტრენინგი დასრულდა

ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო ინსტრუქტორებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრო.

მან მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და ბრიტანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი მიესალმა. მან ყურადღება პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარების საქმეში მხარდაჭერაზე, გამოცდილების გაზიარებასა და რეკომენდაციების შეთავაზებაზე გაამახვილა.

გენერალური შტაბის უფროსმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ მსმენელებს კურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს; ტრენერებმა სამხედრო მოსამსახურეებს შორის გამოავლინეს ხუთი წარმატებული ინსტრუქტორი, რომელთაგან ოთხს სამხედრო მონეტები, ხოლო ერთს - სამხედრო გერბი გადასცეს.

ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსი „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ (BMATT) ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ტერიტორიაზე ოთხი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველი კვირა ბრიტანელების მხრიდან მეთოდოლოგიისა და ტექნიკის გაცნობას დაეთმო, მეორე კვირას ყურადღება საბრძოლო უნარ-ჩვევების დაუფლება-გაღრმავებაზე გამახვილდა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში კი, კურსის მონაწილეებს პრაქტიკული სავარჯიშოები და მეცადინეობა შესთავაზეს. სწავლება ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

უწყების ინფრომაციით, ღონისძიებას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და შეიარაღებული ძალების სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. 

კურსი სამხედრო ინსტრუქტორებისთვის საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროების ორგანიზებით გაიმართა. ინსტრუქტორთა მომზადების კურსს „ბრიტანელებისგან დაკომპლექტებული მრჩეველთა და ტრენერთა ჯგუფის“ ტრენერები ხელმძღვანელობდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics