08:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 17:49:37, 436 ნახვა

ელისაშვილი დაკისრებულ ჯარიმაზე: ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა

"პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, სასამართლომ 250 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯარიმას აუცილებლად გადაიხდის.

"ბიძინა ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა, მე დამაკისრეს ეს ჯარიმა და უნდა გადავიხადო. ვიჯექი პროცესზე და ვფიქრობდი, რომ სააკაშვილის დროს ხან გუდიაშვილის მოედანზე ვჩხუბობდი, ხან სხვაგან და მაშინ არ დავუკავებივარ არასდროს და ეტყობა ისეთი საოცარი დემოკრატია გვაქვს ახლა, რომ დამაკავეს. არ გავჩერდები, რამდენიმე საათიანი ყურყუტი სასამართლო სარდაფში და ჯარიმა არაფერს ნიშნავს ჩემთვის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი დღეს კოჯრის გზატკეცილზე "პანორამა თბილისის" საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics