|
2016-04-28 16:50:32, 333 ნახვა
"ჭიაკოკონობის" ღამეს, დამწვრობის ცენტრში 10 პაციენტი მოთავსდა
გუშინ "ჭიაკოკონობის" ღამეს, დამწვრობის ცენტრში 10 პაციენტი მოთავსდა, მათ შორის, ბავშვები და მოზრდილებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც რიტუალის შესრულებისას ცეცხლში ჩავარდა, სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განცხადებით, საღამოდან კლინიკაში პაციენტთა მიმართვიანობამ იმატა. მისი თქმით, პაციენტებს შორისაა 6 ბავშვი და 4 მოზარდი. „პაციენტებს ძირითადად, ზედა კიდურები და სახე აქვთ დამწვარი. როგორც პაციენტები აღნიშნავენ, მათ სხეულის დამწვრობა "ჭიაკოკონობის" რიტუალისას მიიღეს. ათი პაციენტიდან, რვას, ამბულატორიული სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, ხოლო ორი მათგანი კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მათ შორის ერთი, ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 27 წლის მამაკაცი, რეანიმაციაშია მოთავსებული, რომელსაც სხეულის 15 პროცენტი აქვს დამწვარი. ეს უკანასკნელი ცეცხლში ხტომისას მეორე პირს შეეჯახა. პაციენტს სახე და ზედა კიდურები აქვს დამწვარი“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მეორადი საბურავების ღია წესით დაწვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და ჯარიმდება 400-დან 600 ლარამდე ოდენობით
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)