15:51 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 18:51:28, 406 ნახვა

„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ – „ვისოლი“ უსაფრთხო მგზავრობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთვება

27 აპრილს, 12:00 საათზე,  ავტობანის გორის მონაკვეთზე მდებარე „ვისოლის“ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე „ვისოლი“„გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ კამპანიის ფარგლებში საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად მძღოლებს უსაფრთხო მგზავრობისკენ სიმბოლური სატესტო გარბენებით (Test Drive) მოუწოდებენ.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში საქართველოს რეგიონებისკენ მოძრაობა განსაკუთრებულად აქტიურია, შესაბამისად, იმისათვის, რომ მძღოლებმა ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად ბედნიერად აღნიშნონ დღესასწაული, დავით ქაცარავა, გოგა ჩანადირი, ლიზა ვადაჭკორია და სხვა ცნობილი ადამიანები მათ უსაფრთხო მგზავრობის წესებს გააცნობენ და ბედნიერ მგზავრობას უსურვებენ. 

კამპანია „გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო!“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი მსოფლიო ბანკი, ხოლო კამპანიის პოპულარიზაციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია – ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ ზრუნავს.

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics