00:57 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 20:29:46, 729 ნახვა

საზოგადოება
პროექტი "ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში" გრძელდება

საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის(GΨPA)  ორგანიზებით,  პროექტი "ფსიქოლოგი აძალოვან სტრუქტურაში"გრძელდება. ამ პროექტის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის მორიგილექცია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ფსიქოლოგმა სოსო დოლიძემ ჩაატარა. ლექცია შეეხებოდა ყოფილ პატიმრებთან მუშაობის დროს ფსიქოლოგის ფუნქცია-მოვალეობებს, კლინიკურ ასპექტებს, გამოწვევებს და მნიშვნელოვან ფაქტორებს. აქცენტი გაკეთდა, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ბენეფიციარმა ფსიქოლოგიური მომსახურებით.შეხვედრაზე ასევეგანიხილეს კონკრეტული შემთხვევები, როგორაა განვითარებული ეს სფერო საქართველოში. ლექციები უკვე ჩაატარეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“  და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფსიქოლოგებმა."ფსიქოლოგია ძალოვან სტრუქტურაში"ხანგრძლივვადიანიპროექტია, რომელიც რვა სამთავრობო უწყებას შორის 2016 წლის მარტში გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეოობს.თითოეული ლექცია არის ღია კარის დღე სტუდენტებისთვის, რომლებიც ეცნობიან სხვადასხვა ორგანიზაციაში ფსიქოლოგიის როლს. ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდგომში იმუშაონ ამ სტრუქტურებში, საშუალება აქვთ გაეცნონ როგორც ფსიქოლოგების მუშაობის სტრუქტურას, ასევე სამუშაო აღწერილობას, დასაქმების პერსპექტივებს.

პროექტში ჩართულები არიან:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics