|
2016-04-22 13:59:21, 575 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახალგაზრდების მოხალისეობის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი „ახალგაზრდების მოხალისეობის საერთაშორისო კვირეულს“ უერთდება და მედიაციის სახლის ბენეფიციარ გოგონებს სამდღიან პროექტს სთავაზობს. ცენტრის ინფორმაციით, პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ფინანსდება. კვირეულის მიზანია ახლაგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისა და საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობის კეთების ხელშეწყობას. მედიაციის სახლში, კვირეულის ფარგლებში, ჩატარდება პროექტი „ჯანმრთელი გოგონები, ჯანმრთელი მომავლისთვის“. მასში 20 გოგონა ჩაერთო. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიცავს როგორც სატრენინგო, ისე პრაქტიკულ დღეს. პროექტის დასკვნითი ნაწილი გაიმართება ფიტნეს კლუბში „Fit Curves Tbilisi”, სადაც პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ პროფესიონალ ინსტრუქტორთან ფიტნესტრენინგი გაიარონ. პროექტის სამიზნე ჯგუფს სხვა ბენეფიციარებთან ერთად წარმოადგენს განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართული 15-19 წლის გოგონებიც. როგორც ცნობილია, მოხალისეობის საერთაშორისო კვირეული 1988 წლიდან, ყოველწიურად, გაზაფხულზე აღინიშნება და აერთიანებს ახალგაზრდებს მსოფლიოს 135 ქვეყანას. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)