|
2016-04-21 16:54:41, 669 ნახვა
საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, უწყებათშორისმა ჯგუფმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა საბჭოს აპარატში დღეს გაიმართა. შეხვედრში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროების, ასევე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროების, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კატასტროფის რისკის შემცირების 5-წლიანი ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია „საქართველოს საფრთხეების 2015-2018 წლების დოკუმენტით“ იდენტიფიცირებული (მათ შორის ბუნებრივი მოვლენით ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული) საფრთხეების შესაბამისად, საბჭოს აპარატში მომზადდა. შეხვედრაზე ჩამოყალიბდა თემატური ჯგუფები, რომლებიც შეიმუშავებენ უკვე იდენტიფიცირებული (ან ბუნებრივი კატასტროფებიდან მომდინარე) საფრთხეების შედეგების შემცირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. კატასტროფის რისკის შემცირების სტრატეგია საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, პროგრამებს და ინიციატივებს ერთიან ჩარჩოში მოაქცევს. დოკუმენტი ასევე შესაბამისობაში იქნება სენდაის (საერთაშორისო დონეზე დამტკიცებული პროგრამა, რომლითაც კატასტროფის რისკების შემცირების პროცესში საერთაშორისო საზოგადოება ხელმძღვანელობს) სამოქმედო ჩარჩო-პროგრამის პრიორიტეტებთან. უწყებათშორისი ჯგუფის მიერ მომზადებულ საბოლოო დოკუმენტს, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)