22:54 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 15:01:49, 697 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ფორდის განახლებული ცენტრი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანიის,  „ფორდის“ განახლებული სალონი გაიხსნა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრი დედაქალაქის მერმა  დავით ნარმანიამ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, „ფორდ ევროპის“ რეგიონალურ დირექტორ ფაბრიციო ფალტონისთან და თბილისში ცენტრის დირექტორ თემურ უსტიაშვილთან ერთად გახსნა.  
დავით ნარმანიას თქმით, ქალაქისა და ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის მხრიდან განხორციელებული საკმაოდ  სოლიდური ოდენობის ინვესტიცია.
„გარდა ამისა, დამატებით შეიქმნება  სამუშაო ადგილები. ამასთან, მომხმარებლები მიიღებენ იმ მომსახურებას, რომელზეც მოთხოვნა იყო. დედაქალაქში კიდევ უფრო ვითარდება სხვადასხვა სერვისის მიწოდება,  ბიზნესი, ინდუსტრია, რაც მისასალმებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ადგილობრივი მეწარმეები და  „ფორდის“ ევროპის 30  ქვეყნიდან ”ფორდის” წარმომადგენლობების ესწრებოდნენ. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics