|
2016-04-21 11:31:10, 561 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2016 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს. ბიუროს ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში დავალიანების გადახდის შესახებ 4 569 აპლიკაცია შევიდა. აღნიშნულ პერიოდში შესულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების იგივე პერიოდთან შედარებით. „2016 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მრჩევლების მიერ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე წარმოებაზე უარი ეთქვა 73 აპლიკანტს, ხოლო ქეის მენეჯერებს წარმოებაში გადაეცათ 3 156 აპლიკაცია. ქეის მენეჯერების მიერ 2016 წლის პირველი 3 თვის მანძილზე წარმოებაში მიღებული 3 156 აპლიკაციიდან დასრულდა 1 981, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 36 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 430 საქმე. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2016 წელს შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლებთან შედარებით. სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებით და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)