|
2016-04-20 13:21:19, 391 ნახვა
დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის მკურნალობაზე შეზღუდვა - 20 000 პაციენტის მკურნალობა წელიწადში, მოიხსნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, პარტნიორებთან მოლაპარაკების შედეგად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე შეზღუდვა - 20 000 პაციენტის მკურნალობა წელიწადში,მოიხსნა. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამინისტროს მიერ 2015 წლის შესრულებული სამუშაოსა და 2016 წლის სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას აცნობს. სერგეენკოს თქმით, უკვე C ჰეპატიტზე წელიწადში მინიმუმ 30 000 პაციენტი იმკურნალებს და შეეცდებიან, უახლოეს მომავალში ზედა ბარიერი საერთოდ მოხსნან. "მინდოდა აღმენიშნა პროექტის შესახებ, რომელზეც მაღთალი გითხრათ მეუხერხულება საუბარი იმიტომ, რომ ეს რეალურად უპრეცედენტო გამოვიდა C ჰეპატიტის აღმოფხვრის შესახებ. იყო მცდელობები, რომ ექსპერიმენტად და კორუფციულ გარიგებად შეეფასებინათ, საბენიეროდ ყველაფერს პასუხი გაეცა.ყველაზე მეტად რაც აწუხებდა მოსახლეობას, ეს იყო როდის დაიწყება მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი დაიწყო შარშან დეკემბერშივე, რადგან 5 000 პაციენტის მკურნალობა - პირველი ეტაპი ჩვენმა პარტნიორებმა უწყვეტად გააგრძელეს და დღეის მდგომარეობით, 8000 ადამიანი ჩართული, მათგან 3200-მა უკვე დაამთავრა მკურნალობის კურსი. 15-ში ხელი მოეწერა ახალ ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიროებთან, რომლის მიხედვითაც, გადავედით ახალ ეტაპზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ მედიკამენტი ახალი თაობის უკვე შემოსულია და პაციენტები მასში ჩართულები არიან, მაგრამ 20 000 პაციენტის მკურნალობა წელიწადში, ეს შეზღუდვა მოლაპარაკებით მივაღწიეთ და მოიხსნა.მინიმუმ ავიდა წელიწადში 30 000-ზე.პერსპექტივაა ის, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ საქმით დავამტკიცოთ, რომ ზედა ბარიერი საერთოდ მოიხსანს და მაქსიმალურ რაოდენობას მაქსიმალურად მოკლე დროში ვუმკურნალოთ. აქ დამატებითი ფინანსური რესურსები საჭირო არ იქნება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)