|
2016-04-18 18:08:55, 3089 ნახვა
სპორტი
ეკონომიკის სამინისტრო პაპავას განცხადებაზე: არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელის, ვლადიმერ პაპავას მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვლადიმერ პაპავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობს, რომ გაზგასამართი სადგურის აშენება უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იგეგმებოდა - ეს ტერიტორია, უფრო ზუსტად კი 2000 კვ.მ. არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.14.06.006.026) წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და იგი არ ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, არც რაიმე ტიპის სარგებლობის უფლებით ჰქონდა გადაცემული უნივერსიტეტს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის ყოვლად უაპელაციო განცხადება, რომელშიც ფაქტობრივად, არცერთი სიტყვა სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს განცხადებას "ექსპრესნიუსს" უცვლელად გთავაზობთ: ”ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებით. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის პირობებში. ამასთან, ქონება გასხვისდა როგორც არასასოფლო-დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ამ პროცესში გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ვალდებულება გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთან, ჩვენ მაშინვე დეტალურად განვმარტეთ საქმის არსი, რის შესახებაც ინფორმირებული იყო ვლადიმერ პაპავა. დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ასევე შესანიშნავადაა ინფორმირებული იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ არსებული მიწის ნაკვეთი გაასხვისა არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ლობირების, არამედ ზოგადად ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობის და ინვესტიციის განხორციელების მიზნით. სამინისტრო ამავე პოლიტიკით ხელმძღვანელობს მსგავს სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკების შედეგად ინვესტორმა გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე უარი განაცხადა - ამჟამად აღნიშნულ ტერიტორიაზე შენდება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელშიც საბოლოოდ 4 600 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ბოლო წლებში განსაკუთრებით ზრუნავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაზე. სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში - 2012-2016 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სარგებლობის უფლებით 13 სახელმწიფო ქონება გადასცა. სამწუხაროა, რომ თსუ-ს ჯერ კიდევ მოქმედი რექტორი, ვლადიმერ პაპავა ნებსით თუ უნებლიედ, ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, უნივერსიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარისას ლადო პაპავა ამბობს, რომ ყველაზე მწვავე ზეწოლა პირველად მაშინ იგრძნო, როდესაც შეიტყო, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის აშენება იგეგმებოდა, რომელსაც ჩინოვნიკები ლობირებდნენ. „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ”ქართული ოცნების” მთავრობა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის აშენებაზე ოდესმე ლიცენზიას თუ გასცემდა. ვერც იმას დავიჯერებდი, რომ კონკრეტულ ბიზნესს ამ მასშტაბის მხარდაჭერა ექნებოდა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
მოდელი პრესლი გერბერი, სუპერმოდელ სინდი კროუფორდის ვაჟი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა - Rolling Stone
სახელმწიფო დუმის არჩევნები: წინასწარი შედეგები და პარტიის ლიდერების პირველადი რეაქციები
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)