11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 17:10:38, 302 ნახვა

Freedom House: საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა

Freedom House-ის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა. დემოკრატიის დონის გაუმჯობესების ერთ-ერთ ფაქტორად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდას ასახელებს.

დემოკრატიის დონეს ორგანიზაციის მკვლევარები 7-ბალიანი შკალით აფასებენ, საიდანაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოს 4,61 ქულა აქვს, გასულ წლის მაჩვენებელი კი 4,64 –ს შეადგენდა.

Freedom House-ის ანგარიშში დემოკრატიის დონე შეფასებულია ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო პროცესის, სამოქალაქო საზოგადოების,მედიის თავისუფლების,სასამართლო სისტემის მდგომარეობითა და კორუფციის მაჩვენებლით.

მისი ინფორმაციით, სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.

საქართველოში არსებულ მმართველობას ანგარიშის ავტორები აფასებენ როგორც „გარდამავალ ხელისუფლებას ან ჰიბრიდულ რეჟიმს“.

ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდასა და ყოფილი მაღალჩნსონების წინააღმდეგ სასამართლო დევნის შენელებას. ამასთან, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სფეროში საქართველოში სტაგნაცია და რეგრესიც კი შეინიშნებოდა.

“ქართული მედია მრავალფეროვანი და პლურალისტური რჩება, თუმცა ამავე დროს, წამყვანი ოპოზიციური მედიასაშუალების „რუსთავის 2“-ის წინააღმდეგ სასამართლო დევნა და გამოძიება მიუთითებს “ქართული ოცნების” მმართველი კოალიციის ნაწილის მხრიდან ზეწოლაზე”, - ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა შემდეგ სფეროებში - ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი (4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი). 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics