21:37 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 19:04:54, 298 ნახვა

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ყვარელში სემინარი იმართება

ყვარელში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორდღიანი სემინარი იმართება. სემინარი - „უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპების ინტეგრირება“ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გოჩა რატიანმა ოფიციალურად გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმაც მიმართეს.
სემინარში თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის, საჯარო სამართლის იურიდიული და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ. ტრენინგებს „ქალთა საინფორმაციო ცენტრისა“ და თსუ-ის წარმომადგენლები უძღვებიან. სემინარის განმავლობაში ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას N 1325-ს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე, ნატოს პოლიტიკას გენდერის თემის მიმართ და უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის პრინციპების ინტეგრირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან. სატრენინგო სესიის ფარგლებში, მონაწილეები  თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის შესახებაც  იმსჯელებენ.
სემინარი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics