17:41 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 16:22:42, 264 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

თიბისისთვის ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება, განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

თიბისი მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვას, კეთილდღეობასა და მომავალი თაობებისთვის უკეთესი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება. სწორედ ამიტომ თიბისიმ, ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაზე, ხელი მოაწერა ბავშვთა უფლებების ბიზნეს-ვალდებულებას „ინვესტიცია მომავალში“. ხელმოწერით თიბისი ადასტურებს მზადყოფნას, ბავშვთა უფლებები და კეთილდღეობა საკუთარი პასუხისმგებლიანი და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქციოს.

ღონისძიება, რომელსაც ბიზნესისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ 20 ნოემბერს, ბავშვთა მსოფლიო დღეს გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), საქართველოს საფონდო ბირჟა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი.

ღონისძიების მიზანი იყო კაპიტალის ბაზრებისა და პასუხისმგებლიანი ბიზნესის მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენა ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ახალ პრაქტიკულ რესურსებს, რომლებიც კომპანიებს ბავშვთა უფლებების გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საქმიანობასა და ანგარიშგებაში ინტეგრირებაში დაეხმარება. მათ შორის წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი სახელმძღვანელო - „ბავშვთა უფლებების ინტეგრირება კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგებაში საქართველოში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics