17:41 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 16:17:01, 287 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსა და დასადგამს 343 026 ლარად ყიდულობს

თბილისის მერია საახალწლო ნაძვის ხის სათამაშოებსა და დასადგამს 343 026 ლარად ყიდულობს. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვა "თბილსერვის ჯგუფმა" გამოაცხადა.

"2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ტრადიციულად უნდა აენთოს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. არსებითად მნიშვნელოვანია დედაქალაქში, ნაძვის ხის, როგორც ახალი წლის მთავარი სიმბოლოს ყოველწლიური განათება და მისი ვიზუალური მხარის მუდმივი განახლება, შესაბამისად, არსებული კონსტრუქციის ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად და სრულყოფილი განათების უზრუნველსაყოფად, საჭიროა დამატებითი ილუმინაციების დროული შესყიდვა. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ რუსთაველის გამზირის მიმდინარე რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი ბოძებისა და სანათების მონტაჟმა გამოიწვია რუსთაველის გამზირის კონცეფციის ცვლილება აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხისათვის რეაბილიტირებულ რუსთაველის კონცეფციას მორგებულ მანათობელ ფიგურათა კონსტრუქციების შესყიდვა", — წერია დოკუმენტაციაში.

იგეგმება შემდეგი დეკორაციების შესყიდვა:

1) თბილისის ნაძვის ხის მანათობელი სათამაშო 46 ცალი,

2) ნაძვის ხის ძირის ფიგურები — 12 ცალი,

3) ნაძვის ხის ძირი, რკინის მილკვადრატის პოდიუმი — 1 ცალი,

4) მანათობელი ვარსკვლავი — 25 ცალი,

5) მანათობელი ფიფქი — 60 ცალი.

საერთო ღირებულებით - 343 026 ლარია.

შესყიდვის განაცხადის მიხედვით, შპს "თბილსერვის ჯგუფი" ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.

ცნობისთვის, მერია 2027 წლის შობა-ახალი წლის, დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებს გამართავს 2026 წლის 10 დეკემბრიდან 2027 წლის 14 იანვრის ჩათვლით





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics