17:41 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 16:13:02, 328 ნახვა

საზოგადოება
გივი მიქანაძე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა – ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უმაღლესი განათლების რეფორმის წინააღმდეგ ერთი არგუმენტიც ვერ წარმოადგინა – ახლა ცდილობენ, პროცესში სტუდენტები ჩართონ, მაშინ როდესაც რეფორმა ახალგაზრდებზე მხოლოდ დადებითად აისახება.

კერძოდ, პირველკურსელები სრულიად უფასოდ აგრძელებენ სწავლას. რაც შეეხება მეორე და მომდევნო კურსების სტუდენტებს, მათთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ისინი სწავლას იმავე საგანმანათლებლო პროგრამებზე აგრძელებენ, რომლებზეც თავის დროზე ჩაირიცხნენ. სტუდენტები კვლავ სარგებლობენ სახელმწიფო გრანტით და იმ შეღავათებით, რომლებიც აქამდე ჰქონდათ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ სახელმწიფო გრანტი შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შედეგად. ამ მიმართულებითაც არაფერი შეცვლილა.

არცერთი ფაკულტეტი არ გაუქმებულა, ჩვეულებრივ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, თუმცა „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპიდან გამომდინარე, კონკრეტული პროგრამები მილევად რეჟიმშია. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მიდგომა გულისხმობდა ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კონცენტრირებას უნივერსიტეტის ტრადიციული პროფილის შესაბამისად.

 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩემთან შეხვედრას ითხოვენ, პირველ რიგში, მიჩნდება კითხვა: რა უდევს საფუძვლად ამ მოთხოვნას? რადგან რეფორმის ფარგლებში მხოლოდ მათთვის სასარგებლო ინიციატივები განხორციელდა.

 

აქ ცალსახად იკვეთება, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ვერაფერს გახდა. ახლა ისინი ცდილობენ, საკითხი ისე წარმოაჩინონ, თითქოს სტუდენტებს რეფორმა ნეგატიურად შეეხო“, – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ფართომასშტაბიან რეფორმას სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწინააღმდეგება:

„რეფორმაში 20-ზე მეტი სახელმწიფო უნივერსიტეტია ჩართული და მათგან ერთადერთი, რომლისთვისაც რეფორმა არის მიუღებელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.

ერთი წლის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში. მათ არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. 

წელს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატები, რომელშიც პრემიერ-მინისტრი და მე ვიღებდით მონაწილეობას, სწორედ ამ საკითხს დაეთმო. ჩვენ რეფორმის შესახებ ვსაუბრობდით, მეორე მხარეს კი ოთხ სტუმარს შორის იყო სწორედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. საზოგადოება, ორი საათის განმავლობაში, პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს პროცესს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეორე მხარის განცხადებები არგუმენტებისგან დაცლილი იყო.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან მქონდა პირისპირ შეხვედრაც. გარდა ამისა, რეფორმის ძირითადი მიმართულებები არაერთხელ განვიხილეთ რექტორთა საბჭოსა და რექტორთა კონფერენციის ფორმატებში, სადაც მათ ასევე ვერაფერი საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცეს“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics