2026-11-19 20:27:38, 435 ნახვა
საზოგადოება
მაშველებმა მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს - კორპუსში 2 ადამიანს ეძებენ
მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
მაშველებს საღამოს რვა საათისთვის ოთხი ადამიანის ცხედარი ჰყავთ ამოსვენებული. მათგანი ერთი ბავშვია, სამი კი ქალი.
მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ერთ-ერთი ნაპოვნი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ამ სამი წლის ბავშვის დედაა, - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან