|
2026-11-19 17:10:53, 437 ნახვა
ეკონომიკა
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია
სელფი მობაილმა, კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ თანამშრომლობით, ახალი კამპანია: „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ წარადგინა. კამპანიის მთავარი იდეაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ საუბრის რეალური ღირებულება ერთმანეთის მოსმენა და გაგებაა. დღეს, როდესაც ყოველდღიური საუბრები, ხშირად, კამათსა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში გადაიზრდება, სელფი მობაილი ყურადღებას ამახვილებს გულწრფელი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. კამპანია ადამიანებს მოუწოდებს საუბარი არა შეჯიბრად, არამედ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და გაგების შესაძლებლობად აღიქვან. კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი ყოველდღიურ, ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებს ასახავს, სადაც ჩვეულებრივი საუბრები დებატებად იქცევა. დედა-შვილი, მეგობრები და თანამშრომლები ერთმანეთს არგუმენტებით უპირისპირდებიან, თითოეული არგუმენტი კი ქულად ითვლება. ყველა საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ცდილობს, რის შედეგადაც საუბარი თავდაპირველ მიზანს - ერთმანეთის გაგებას კარგავს. „როგორც ტელეკომ ოპერატორი, ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა, არამედ ისიც, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ამ კავშირს. ამ კამპანიით გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საუბრის მიზანი ყოველთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ არის. ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავიგოთ საპირისპირო მოსაზრება და მეტი სივრცე დავტოვოთ გულწრფელი დიალოგისთვის“, - აცხადებენ სელფი მობაილში. „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ კამპანია ადამიანებს მარტივ კითხვაზე დაფიქრებას სთავაზობს: ბოლოს როდის ვისაუბრეთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და არა მოგვეგო? ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ კრედიტები: კრეატიული სააგენტო: SUPERMARKET კრეატიული დირექტორები: ეკა ყიფიანი, სანდრო ციცქიშვილი არტ დირექტორი: ანი როსტომაშვილი დიზაინერი: თიკუნა ადეიშვილი ექაუნთ მენეჯერი: გიორგი ტაბატაძე აღმასრულებელი პროდიუსერი - სანდრო გაბილაია ფროდაქშენის ჰედი & პროდიუსერი - მაიკო გურაბანიძე რეჟისორი - დავით ბორჩხაძე დამდგმელი ოპერატორი - სანდრო დარახველიძე ფოტოგრაფი - ელენე შენგელია 1st AD / LP - ნინი იაშვილი ფროდაქშენ მენეჯერი - ტატო ფანცულაია ფინანსური მენეჯერი - მაკა ლაბაძე ფინანსური ადმინისტრატორი - თეკო გურაბანიძე პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი - ბურო ლოჯისტიკის მენეჯერი - დავით მაღლაკელიძე ტრანსპორტ მენეჯერი - დავით ფერაძე ლოკაციის მენეჯერი - ნათია ჩომახიძე ლოკაციის კოორდინატორი - ზაზა ჭიღლაძე კასტინგის მენეჯერი - ლიზა ადამაშვილი კასტინგის ასისტენტი - ვიკა ბოკერია PA - ანეტა გვასალია სეტი სეტ მენეჯერი - ნიკო ჩხაიძე დიასახლისი - სვეტა ბაღდასარიანი მხატვრობა ფროდაქშენ დიზაინი: Nisley studio დამდგმელი მხატვრები - სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე არტ დეპარტამენტი: დავით ღვინაშვილი, თამაზ ბოჭოიძე, გური ჭვრიტიძე, გარიკ მარტიროსიანი, ბექა ყალაბეგაშვილი რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი კოსტუმი /გრიმი კოსტიუმების მხატვარი - ანკა გაბუნია კოსტიუმების მხატვარი - მარიამ გელაშვილი გრიმი - სალომე ზაქარაია, ტაისია ერაძე ტექნიკური ჯგუფი 2nd AC - კარბელა ფოკუსი - საბა თეთრაძე გაფერი - კადაფა პოსტი VFX/AI - Highway VFX VFX/AI - გიორგი ფაილოძე ფერის კორექცია - მინდია ინასარიძე მუსიკა - Break Records საუნდ დიზაინი - Uzupo Motion Graphics - ლევან ზაზარაშვილი მუსიკა - გიორგი ჩაგელაშვილი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



