00:37 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 16:10:10, 646 ნახვა

პოლიტიკა
სამუშია - როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან, არაფერი გვაქვს ლელოს თავის სამართლებელი

„ლელოს“ წევრის, ლევან სამუშიას განცხადებით, მისი პარტიის წევრებს 2003-2012 წლებში ჩადენილ სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავის სამართლებელი არაფერი აქვს და იმ ადამიანების ნაწილი, ვინც ამის გამო თავი უნდა იმართლონ, დღეს „ქართული ოცნების“ სისტემის ნაწილი არიან. - ამის შესახებ მან დღეს, 19 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვაზე „ქართული ოცნების“ კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2004-2026 წლებში სისტემურად და სისტემურად ირღვევა ადამიანის უფლებები… გვედავებიან არ დაგმობას და წინასწარ ვგმობ ამ ქმედებას. წინასწარ დავგმეთ უკვე, იმიტომ რომ ვიცით,  ძალიან ბევრი დანაშაულებია ჩადენილი. ვგმობდით და ვგმობდით, მაგრამ ახლაც დავგმეთ წინასწარ“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების დროინდელ კონკრეტულ საქმეებზე საუბრობს, უნდა ისაუბრონ იმაზეც, მიეცა თუ არა ამ საქმეების რომელიმე მოსამართლე ან  პასუხისგებაში.

„ყველა ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის დემოკრატიულ წყობაში სისტემური დანაშაულები რომ არ იყოს, ამას სჭირდება შემაკავებელი ინსტიტუციები. ეს არის პირველ რიგში საგამოძიებო სტრუქტურები და შემდგომ არის სასამართლო. როდესაც კონკრეტულ საქმეებზე არის საუბარი, რომელი მოსამართლე ან რომელი პროკურორი მიეცა პასუხისგებაში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე? – რომლებმაც უკანონოდ წაუყენეს ბრალი და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და რომელმაც მსჯავრი დასდეს, საუბარია სასამართლოს წარმომადგენლებს.

ეს ხომ მისით არ ხდებოდა. როდესაც სისტემურობაზეა საუბარი, ნუ შევხედავთ ამას, რომ ამ სისტემას მხოლოდ ერთი ადამიანი ჰყავდა. სისტემა არის ჩვეულებრივად მეტასტაზებად გადგმული ძალიან მძიმე დანაშაულებში მონაწილე პირები. ის ადამიანები ახლაც ხომ მაღალ თანამდებობებზე არიან…

თავის მართლებას ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ არაფერი არა გვაქვს ჩვენ [„ლელოს“] თავის სამართლებელი, სხვებს აქვთ თავის სამართლებელი „ქართულ ოცნებაშიც“. როდესაც სისტემურობაზე გვეუბნებიან: იმ სისტემის ნაწილი შეიძლება ყოფილიყო თუ არა დღევანდელი განათლების მინისტრი მიქანაძე, რომელიც ადეიშვილის მოადგილე იყო“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics