00:37 - 20 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-19 15:11:21, 578 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკოსი ანა ყურაშვილი “ოლე ოლას” სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი, ანა ყურაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ, დღეს 19 ნოემბერს სამართალდამრღვევად ცნო და 3 000 ლარით დააჯარიმა 23 და 24 სექტემბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ საპროტესტო
აქციაზე სიმღერა “ოლე ოლას” შესრულებისთვის.

როგორც მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას თქვა "სასამართლო ვერ მიიჩნევს ამ ტექსტს კულტურული, საგანმანათლებლო ან თუნდაც სოციალურ საკითხებზე [სიმღერად]"

მის ამ შეკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, მარიამ კერესელიძემ თქვა, რომ სასამართლო არ არის პოლიტიკური განცხადებების ადგილი.

შსს-ს მტკიცებით პოლიტიკოსმა, სხვა დემონსტრანტებთან ერთად, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის იმღერა “ოლე ოლა”, რომელიც შსს-ვე პოზიციით მიემართება არა საქართველოს ხელისუფლებაში მყოფ პარტია “ქართულ ოცნებას”, არამედ მათ ამომრჩეველს და მხარდამჭერებს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics