|
2026-11-19 12:51:30, 531 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია სასტუმროებში დააბინავებს
თბილისის მერი კახა კალაძე ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის N16-ში მომხდარი აფეთქების ადგილზე იმყოფება. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, რაიონის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. დედაქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, კორპუსის ყველა მცხოვრები დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოს. „ფონიჭალაში დღეს დილით სამწუხარო ფაქტი მოხდა - აფეთქება, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი აირის გაჟონვით. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. შვიდ ადამიანს ეძებენ. პარალელურად, მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. ერთობლივად მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებებისა და სამუშაოების გატარება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პარალელურად, საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობს. „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები. უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მაცხოვრებლებს, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია სამუშაოებს დაასრულებს. ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება რეალურად რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა და დაგროვებაა. აფეთქება დილის 09:00 საათისთვის საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა, რასაც სადარბაზოს ჩამონგრევა მოჰყვა. ადგილზე გრძელდება აქტიური ძებნა-შველის სამუშაოები და მიმდინარეობს დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია. გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანს (4 ზრდასრულსა და 3 ბავშვს) ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარება და პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსკოვში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია გაგზავნა
ტრამპის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტის შესაბამისად
მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ტრამპმა ევროპელები პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დახმარებისთვის გააკრიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



