2026-11-19 11:27:47, 542 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა, სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
ქვემო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ხუთ სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. არსებული ცნობით, ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს.
შემთხვევა „უსინათლოთა დასახლებაში“ მოხდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქდა.
დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან